ტოპ სიახლეები
საუკეთესო ფსონი - "მარკა" ვარაუდობს, რომ სერხიო რამოსი "ჟირონასთან" ყვითელ ბარათს მიიღებს

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ლა ლიგის 24-ე ტურში, სადაც "რეალი" "ჟირონას" მიიღებს, მადრიდელთა კაპიტანი სერხიო რამოსი ყვითელ ბარათს მიიღებს.
საქმე იმაშია, რომ "სამეფო კლუბის" მცველს 4 ყვითელი ბარათი აქვს და 1 ბარათის მიღების შემთხვევაში მომდევნო ტურის მატჩს გამოტოვებს.
მომდევნო ტურში კი "რეალს" გასვლაზე აქვს სათამაშო, შემდეგ კი "ბარსელონას" უნდა უმასპინძლოს და რადგან ეს მატჩი არ გამოტოვოს და "ლევანტესთან" შემთხვევით ყვითელი არ მიიღოს, ამიტომ თავს დაიზღვევს.
ასეთ მდგომარეობაში მადრიდიელთა კიდევ ერთი მცველი ნაჩო როდრიგესია. საინტერესოა, რომ 4 ყვითელი ბარათი "ბარსელონას" ფეხბურთელებს - არტურო ვიდალს, ივან რაკიტჩიჩსა და კლემენტს ლენგლესაც აქვთ. კატალონიელები დღეს "ვალიადოლიდს" მიიღებენ.
▶ "რამოს, ამის გამო ნამდვილი ნაბიჭვარი ხარ" - ლეგენდარულმა ფეხბურთელმა "რეალის" მცველს აგინა