მეუღლე იკარდის თანაგუნდელთან ღალატობდა - იტალიურმა პრესამ კონფლიქტის მიზეზები გამოიკვლია

მაურო იკარდის ცოლი და ამავადროულად აგენტი ვანდარა ნარა თანაგუნდელთან ღალატობდა, რამაც კონფლიქტი გამოიწვია. ამის შესახებ წერს - Coronamagazine.com

გავრცელებული ინფორმაციით, ნარამ, ინტერნეტის მეშვეობით, ინტიმური ფოტოები "ინტერის" კიდევ ერთ ფეხბურთელ მარსელო ბროზივიჩს გადაუგზავნა. 

ვანდა ხორვატ ნახევარმცველს შეხვედრაზეც შეუთანხდა. როგორც იწერება, წყვილი ერთმანეთს რეგურალურად ხვდებოდა და ნარა მაუროს ღალატობდა. 

ფეხბურთელმა ამის შესახებ მოგვიანებით შეიტყო, რის გამოც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მასსა და ბროზოვიჩს შორის ხელჩართული ჩხუბი გამართულა. 

დაპირისპირებული მხარეების გაშველება ბროზივიჩის ახლო მეგობარმა და თანამემამულე ივან პერიშიჩმა საკუთარ თავზე აიღო. 

ამ ამბის შემდეგ იკარდის კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და სამიდ ჰანდანოვიჩს გადაულოცეს. 

ამას გარდა, "ნერიაძურის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ, არგენტინელი საევროპალიგო განაცხადშიც არ შეიყვანა. 

დღეს კი მილანში ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. მანქანაში, სადაც ვანდა ნარა და იკარდის შვილები იმყოფებოდნენ, თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა. 

მათ მანქანას ქვები დაუშინეს და საბედნიეროდ ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. 

ყოველივე ამის შემდეგ, იტალიური პრესა გადაწყვეტილად მიიჩნევს ამბავს, რომ იკარდი ზაფხულში "ინტერიდან" აიბარგებს. ამას გარდა, ნარა მისი აგენტი აღარ იქნება და ამ საქმეებს მინო რაიოლა ჩაიბარებს.

სასწარფოდ: მილანში მაურო იკარდის მეუღლესა და შვილებს თავს დაესხნენ

მაურო იკარდი ალაპარაკდა - "ინტერის" ფორვარდმა ყველას პასუხი მარკ ტვენის სიტყვებით გასცა

"შენს მეძავ და დიდმკერდიან ცოლს მიხედე" - ცნობილია, რატომ ჩამოართვეს მაურო იკარდის "ინტერის" კაპიტნის სამკლაური

მაურო იკარდი ვანდა ნარა მილანის ინტერი მარსელო ბროზოვიჩი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

მეუღლე იკარდის თანაგუნდელთან ღალატობდა - იტალიურმა პრესამ კონფლიქტის მიზეზები გამოიკვლია