"ეს არ გააკეთოთ!" - "ბაიერნის" ფანები ახალმა სავარაუდო მწვრთნელმა შეაშფოთა

გერმანული პოპულარული გამოცემა "ბილდი" იუწყება, რომ მიუნხენის "ბაიერნი" მთავარ მწვრთნელად ზაფხულში ანტონიო კონტეს დანიშნავს. 

"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა ამ გადაწყვეტილებას ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს. 

აღნიშნულის შესახებ გერმანული კლუბის გულშემატკივრებმა უკმაყოფილება უკვე გამოთქვეს. 

"ბაიერნის" ფანებმა "აუგსბურგთან" შეხვედრაში ბანერები გამოფინეს, სადაც ისინი გუნდში იტალიელი სპეციალისტის დანიშვნას ეწინააღმდეგებიან. მათი აზრით, "რეკორდმაისტერს" ისეთი ადამიანი უნდა ხელმძღვანელობდეს, ვინც შეტევითი და ლამაზი ფეხბურთისკენ იქნება მიმართული და არა დაცვისკენ, როგორც ამას კონტე აკეთებს.

"ბაიერნს" 48 ქულა აქვს და ბუნდესლიგაში მე-2 ადგილზე იმყოფება, თუმცა მასზე წინ მყოფ "დორტმუნდს" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. 

"რეკორდმაისტერი" 20 თებერვალს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ლივერპულს" ესტუმრება. 

მიუნხენის ბაიერნი ანტონიო კონტე ნიკო კოვაჩი

მსგავსი პოსტები

მიუნხენის "ბაიერნს" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში აეკრძალება

ოფიციალურად: მოურინიო მსოფლიო გრანდს გაწვრთნის

მოულოდნელი ინფორმაცია - ანდრეა პირლო ერთ-ერთ მსოფლიო გრანდს გაწვრთნის