"მან მამასავით მიმიღო" - ტიმუე ბაკაიოკო "მილანურ" ცხოვრებაზე ვრცლად საუბრობს

"მილანის" ნახევარმცველმა ტიმუე ბაკაიოკომ გუნდის მთავარ მწვრთნელ ჯენარო გატუზოს შესახებ ისაუბრა. 

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი "როსონერის" ღირსებას "ჩელსიდან" იჯარით იცავს და ის "სან სიროზე" იჯარის წესით ბურთაობს. 

"მილანში ჩამოვედი და აქ უამრავ ლეგენდას შევხვდი. მაგალითად, პაოლო მალდინის და ეს ჩემთვის დაუვიწყარი გრძნობა იყო. 

ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი კლუბი. შედიხარ მუზეუმში და გხვდება უამრავი ტიტული, რაც ამ გუნდის დიდებულებას ამტკიცებს. 

ჩემთვის პირველი კვირა კარგად არ წავიდა და ადაპტაცია გამიჭირდა. ზოგჯერ ფიქრობ, რომ ყველაფერი მალე მორჩება და ახალ გარემოს 100%-ით შეეგუები, თუმცა ასე არ ხდება. 

გატუზო? ის ნამდვილი მეომარია და შეუძლია საბრძოლო სული ჩაგინერგოს. ჯენარო ყოველთვის გვერდში მედგა და ეს ახლაც ასეა. 

შემიძლია ვთქვა, რომ "მილანში" მან მამის მაგივრობა გამიწია", - აღნიშნა ბაკიოკომ. 

ბაკაიოკო: ჩემი ოცნება "მილანში" დიდხანს დარჩენაა

მილანი ჯენარო გატუზო ტიმუე ბაკაიოკო პაოლო მალდინი

მსგავსი პოსტები

"რუს ქალთან სექსს არაფერი სჯობს" - ნახეთ, "სპარტაკის" ვარსკვლავის სუპერ სექსუალური მეუღლე [PHOTO]

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება