უდიდესი სენსაცია - "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს

ესპანური პრესის მტკიცებით, მიმდინარე სეზონის შემდეგ, "ბარსელონას" 32 წლის მცველი ჟერარდ პიკე საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. 

"ბლაუგრანას" უკანახაზელს ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა "მარკა" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ფეხბურთელს ეს უკვე გადაწყვეტილი აქვს. 

გავრცელებული ინფორმაციით, პიკე, 2020 წელს "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. 

ამას გარდა, ის დევისის თასის ორგანიზებით არის დაკავებული და სურს, რომ მთელი დრო ჩოგბურთს დაუთმოს. 

პიკე "ბარსელონას" აღზრდილია, მცირე პერიოდი კი "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "სარაგოსაში" აქვს გატარებული. 

ბარსელონა

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ