რიკარდო კაკას იტალიის მესამე დივიზიონში თამაშს სთავაზობდნენ, თუმცა უარი თქვა

"მილანის" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ის ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რიკარდო კაკას "მონცაში" თამაშს სთვაზობდა. 

მოგეხსენებათ, "მონცას" მფლობელი ამჟამად სილვიო ბერლუსკონია, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს კი გალიანი იკავებს. 

როგორც ადრიანომ აღნიშნა, ის და კაკა ახლო მეგობრები არიან და შეთავაზებაც ამიტომ გაუკეთა, თუმცა ბრაზილიელმა მას შეუთვალა, რომ სან პაულოში ცოლთან და შვილებთან ერთად ცხოვრება სურდა. 

კაკამ 2017 წელს კარიერა MLS-ის ბინადარ "ორლანდოში" დაასრულა.

აქვე გეტყვით, რომ "მონცა" იტალიის რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. კლუბმა ზამთარში 16 ფეხბურთელი დაიმატა, 14 კი გაუშვა. 

რიკარდო კაკა: სექსი პირველად ჩემს მეუღლესთან მქონდა და ქორწინებამდე სექსუალური ურთიერთბა ჩემთვის მიუღებელია

ბერლუსკონი და გალიანი კვლავ "ფორმაში არიან" - ზამთარში მათმა "მონცამ" 16 ფეხბურთელი დაიმატა

მილანი ადრიანო გალიანი მონცა

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება