"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა

"გენტის" მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა განაცხადა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 16 თებერვალს "ვაასლანდთან" გასამართ საგარეო მატჩის განაცხადშიც არ იქნება. 

დანიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქართველის გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს, თუმცა ხვალინდელი მატჩისთვის გარისკვა არ ღირს. 

ტორუპის თქმით, ჩვენებური, 22 თებერვალს, "სტანდარტთან" საშინაო შეხვედრაში შეიძლება დაბრუნდეს. 

როგორც მან აღნიშნა, ამდენი ხნის განმავლობაში ქართველის უქმოობას არც ისინი მოელოდნენ. 

ჩაკვეტაძე 2018 წლის ბოლო პერიოდიდან მოყოლებული ტრავმიანობს. მან გუნდის ბოლო 8 მატჩიდან 6 გამოტოვა. 

მიმდინარე სეზონში გიორგიმ ბელგიის იუპერ ლიგის 20 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. 

გიორგი ჩაკვეტაძე გენტი იეს ტორუპი

მსგავსი პოსტები

გადაწყდა - გიორგი ჩაკვეტაძის მომავალი ცნობილია

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"ამას არ ველოდით" - "გენტის" მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძესთან დაკავშირებით სამწუხარო ამბავი გაავრცელა