მაურო იკარდი ალაპარაკდა - "ინტერის" ფორვარდმა ყველას პასუხი მარკ ტვენის სიტყვებით გასცა

მილანის "ინტერის" ფორვარდმა მაურო იკარდიმ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მარკ ტვენის ცნობილი ციტატა გამოიყენა. 

მოგეხსენებათ, "ნერიაძურის" თავდამსხმელს რამდენიმე დღის წინ კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს და ის მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს გადაულოცეს.

"ჯობს დახურო პირი და ჩანდე სულელი, ვიდრე გააღო და ყველა ამაში დარწმუნდეს", - წერს იკარდი "ინსტაგრამზე". 

რა გახდა იკარდისთვის კაპიტნის სამკლაურის ჩამორთმევის მიზეზი ჯერჯერობით ოფიციალური ცნობა ამასთან დაკავშირებით არ ვრცელდება. 

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმებლობის გამო მოხდა, მეორე ვერსიით კი მას თანაგუნდელებთან კონფლიქტი საკუთარი მეუღლის გამო მოუვიდა. 

"შენს მეძავ და დიდმკერდიან ცოლს მიხედე" - ცნობილია, რატომ ჩამოართვეს მაურო იკარდის "ინტერის" კაპიტნის სამკლაური

მაურო იკარდი მილანის ინტერი

მსგავსი პოსტები

"სექსი ბევრ მამაკაცთან მქონია" - იკარდის მეუღლემ ღალატის შესახებ ისაუბრა და ყველაფერს ნათელი მოჰფინა

"ინტერის" ყოფილი ფეხბურთელი: იკარდის ცოლი მთხოვდა, რომ მასთან სექსი მქონოდა და...

მეუღლე იკარდის თანაგუნდელთან ღალატობდა - იტალიურმა პრესამ კონფლიქტის მიზეზები გამოიკვლია