ედენ აზარი: შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და დარწმუნებული ვარ, ეს მარცხი ჩვენთვის დიდი გაკვეთილი აღმოჩნდება

შვეიცარიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ (2:5) კომენტარი ბელგიის ნაკრებისა და ლონდონის "ჩელსის" შემტევმა ედენ აზარმა გააკეთა. 

"ძალიან უცნაური იყო, რაც გუშინდელ საღამოს მოხდა. ჩვენ ძალიან კარგი სტარტი გვქონდა, რის შემდეგაც შესაძლოა, მოვეშვით და მეტოქე ვეღარ დავაფასეთ. 

მას შემდეგ რაც მეტოქემ პირველი გოლი გაგვიტანა, მათ თავისი შესაძლებლობების ირწმუნეს. მატჩის დასრულებამდე კი შვეიცარიელებს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. 

შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და დარწმუნებული ვარ, ეს მარცხი ჩვენთვის დიდი გაკვეთილი აღმოჩნდება", - აღნიშნა აზარმა. 

ედენ აზარი

მსგავსი პოსტები

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"

ზიდანი: ეს ბრწყინვალე ფეხბურთელი "რეალში" ითამაშებს

"ეს ვარსკვლავი უკვე ვიყიდეთ" - ზიდანმა ბრწყინვალე ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა