მერაბ შარიქაძე: ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გამონაკლისი არც იტალიასთან მატჩი იქნება

იტალიისა და საქართველოს მატჩის წინა პრესკონფერენციაზე მილტონ ჰეიგთან ერთად "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მერაბ შარიქაძე იმყოფებოდა. 

მისი თქმით, ეს შეხვედრა მეტად მნიშვნელოვანია და საქართველოს ნაკრები მოსაგებად ითამაშებს. 

შარიქაძის კომენტარი gazzetta dello sport-მა გამოაქვეყნა. 

"ჩვენ ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გამონაკლისი არც ეს მატჩია. მზად ვართ, შანსები გამოვიყენოთ. ვიცით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ შეხვედრას. 

პროფესიონალები ვართ და იტალია კარგად შევისწავლეთ. მოწინააღმდეგის თითოეული მოთამაშე გაშიფრული გვყავს. 

კარგი მომზადება გავიარეთ. ჩვენი შანსები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ", - აღნიშნა შარიქაძემ. 

იტალიისა და საქართველოს შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 

მერაბ შარიქაძე

მსგავსი პოსტები

მერაბ შარიქაძე: ყოველთვის მოსაგებად ვთამაშობთ და გამონაკლისი არც იტალიასთან მატჩი იქნება

"როგორც წესი, წლის დასკვნით თამაშს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით" - მერაბ შარიქაძისა და მილტონ ჰეიგის პრესკონფერენცია

მერაბ შარიქაძე: გულშემატკივრს მარცხისთვის ბოდიშს ვუხდი