"ბარსელონას" ლეგენდა შესაძლოა ამომავალი ქართველი ვარსკვლავის თანაგუნდელი გახდეს

შვეიცარიული პრესის ინფორმაციით, შესაძლოა, ლეგენდარულმა კამერუნელმა ფორვარდმა სამუელ ეტო'ომ კარიერა შვეიცარიულ "ციურიხში" განაგრძოს. 

გავრცელებული ინფორმაციით, აფრიკელი, კატარული "ალ სადის" დატოვებასა და ფეხბურთის სათამაშოდ ევროპაში დაბრუნებას აპირებს. 

შვეიცარიელები კამერუნელის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და შესაძლოა, გარიგებაც შედგეს. 

მოგეხსენებათ, "ციურიხში", ახლახანს იჯარით "დინამო თბილისიდან" ამომავალი ქართველი ვარსკვლავი ლევან ხარაბაძე გადაბარგდა და შესანიშნავადაც გამოიყურება. 

ეტო'ოს კარიერის საუკეთესო წლები "ბარსელონაში" აქვს გატარებული, შემდეგ კი არაერთ ევროპულ გუნდში ითამაშა, ბოლოს კი აზიაში წავიდა. 

დინამო თბილისი ბარსელონა სამუელ ეტო'ო ლევან ხარაბაძე

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ