ოფიციალურად: გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და უკლუბოდ დარჩა

მინსკის "დინამოს" ოფიციალურმა საიტმა იუწყა, რომ კლუბმა საქართველოს ნაკრების მცველ გიორგი ნავალოვსკითამ კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა. 

გუნდმა ჩვენებურს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომში წარმატებები უსურვა. 

32 წლის მცველი ბელარუსულ კლუბში 2018 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. 

მან ყველა ტურნირზე მინსკელების რიგებში 9-ჯერ ითამაშა. 

ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების მცველი. 

გიორგი ნავალოვსკი მინსკის დინამო

მსგავსი პოსტები

გიორგი ნავალოვსკი კარიერას "დინამო ბათუმში" განაგრძობს

ოფიციალურად: გიორგი ნავალოვსკიმ მინსკის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და უკლუბოდ დარჩა

ყაზახეთთან საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, ორი ფეხბურთელი დააკლდეს