რონალდ კუმანი: გერმანიის ნაკრებთან თამაში უფრო რთულია, ვიდრე საფრანგეთთან

ჰოლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გერმანიასთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, "ნარინჯისფერები" დღეს იოახიმ ლიოვის გერმანიას ეწვევიან და ფრის შემთხვევაშიც კი ერთა ლიგის ჯგუფიდან გააღწევენ.

"ჰოლანდია მოსაგებად ითამაშებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი შეხვედრის მინიმუმ ფრედ დასრულებაა.

შევეცდებით, შევუტიოთ და ბევრი შანსი შევქმნათ. ჩემი აზრით, გერმანიასთან თამაში უფრო რთულია, ვიდრე საფრანგეთთან.

ლიოვის გუნდი საკმაოდ არაპროგნოზირებადია და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, გერმანელები ფრანგებზე უფრო გუნდურები არიან", - აღნიშნა კუმანმა.

ერთა ლიგა ჰოლანდიის ნაკრები რონალდ კუმანი იოახიმ ლიოვი

მსგავსი პოსტები

მოლაპარაკება შედგა - "ბარსელონაში" ერნესტო ვალვერდეს შემცვლელის ვინაობა ცნობილია

ვლადიმერ ვაისმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

გიორგი მერებაშვილი: ანდორასთან მნიშვნელოვანი თამაში გველის და იმედი მაქვს, მოვიგებთ