დავით თარგამაძე კარიერას "არსენალში" განაგრძობს

footboom.com იუწყება, რომ 29 წლის ქართველი ნახევარმცველი დავით თარგამაზე კარიერას კიევის "არსენალში" განაგრძობს. 

ის ბოლოს ეროვნული ლიგის ჩემპიონ "საბურთალოში" ირჯებოდა, უკრიანულ გუნდში კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. 

გავრცელებული ინფორმაციით, კიევური კლუბის ღირსებას კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი თემურ ფარცვანიაც დაიცავს, რომელიც ბოლოს უნგრულ "კიშვარდაში" ირიცხებოდა. 

"არსენალი" უკრაინის ჩემპიონატის ღრმა აუტსაიდერია და 8 ქულით ბოლო, მე-12 პოზიცია უკავია. 

დავით თარგამაძე კიევის არსენალი თემურ ფარცვანია

მსგავსი პოსტები

დავით თარგამაძე კარიერას "არსენალში" განაგრძობს

ეროვნული ლიგის ჩემპიონი "საბურთალო" სამ ფეხბურთელს დაემშვიდობა