"იუვენტუსი" კიდევვ ერთ ვარსკვლავს იმატებს - ტურინელები 200 მილიონის გადახდას აპირებენ

Don Balon-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ ზაფხულში "იუვენტუსს" პაულო დიბალა დატოვებს, ტურინელები "ლივერპულიდან" მოჰამედ სალაჰის დამატებას შეეცდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერმა ბონუსების სახით შესაძლოა 200 მილიონი ევრო შეადგინოს. 

"ბებერი ქალბატონის" არგენტინელ ფორვარდს კლუბის მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან დაძაბული ვითარება აქვს, ძირითადში ვერ ხვდება და ამიტომ ტურინიდან აბარგება აქვს გადაწყვეტილი. 

Don Balon ასევე წერს, რომ "იუვენტუსის" სატრანსფერო გეგმებში "რეალიდან" მარკო ასენსიოს გადაბირებაც შედის. 

ტურინის იუვენტუსი მარკო ასენსიო ლივერპული პაულო დიბალა მოჰამედ სალაჰი

მსგავსი პოსტები

"ოთახიდან საშინელი ხმები გამოდიოდა" - ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ასენსიოს დუა ლიპასთან სექსი ჰქონდა

"იუვენტუსისა" და რონალდოს ფანებისთვის საშინელი ამბავი გავრცელდა

კრიშტიანო რონალდო: პირობას ვდებ, კარიერას ამ გუნდში დავასრულებ