ჩემპიონთა ლიგის წინ "რეალის" ბანაკში კატასტროფული ვითარებაა - რა მოხდა "ატლეტიკოსთან" მატჩის შემდეგ

El Mundo წერს, რომ მადრიდის "რეალის" ბანაკში მდგომარეობა ძალიან დაიძაბა. 

10 თებერვალს, მას შემდეგ რაც "სამეფო კლუბმა" "ატლეტიკოს" სძლია, ისკოსა და "ბლანკოსის" მწვრთნელ სანტიაგო სოლარის შორის დაპირისპირება მოხდა. 

მოგეხსენებათ, ესპანელი ფეხბურთელი ტრავმირებულია და "როხიბლანკოსთან" ამიტომაც ვერ ითამაშა, თუმცა არგენტინელი სპეციალისტი მას არც ისე წყალობს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისკო სოლარისთან მივიდა და სთხოვა, რომ აეხსნა თუ რატომ არ აძლევდა მას შანსს და ათამაშებდა მოედანზე. 

არგენტინელმა მას მიუგო, რომ ის მის გეგმებში არ შედიოდა და სათადარიგოთა შორის ჯდომა ხშირად მოუწევდა. 

El Mundo ასევე იუწყება, რომ ამ ფაქტს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა, რაშიც "რეალის" ფეხბურთელებიც ჩაერივნენ. 

იწერება ისიც, რომ ფეხბურთელთა ნაწილი მწვრთნელის მხარესაა, ნაწილი კი ისკოს უჭერს მხარს. 

აქვე გეტყვით, რომ ლიგის 1/8-ფინალში "რეალი" 14 თებერვალს ამსტერდამში "აიაქსს" დაუპირისპირდება. 

მხარეებმა მოილაპარაკეს - "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" ფეხბურთელებს გაცვლიან

მადრიდის რეალი ისკო ამსტერდამის აიაქსი სანტიანგო სოლარი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

ამ გუნდის სახელის გაგონებას ყველა ველოდით - გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ინტერესდება

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ