" გონსალო იგუაინი ნამდვილი ნეხვი და მოღალატეა" - ინგლისელმა ლეგენდამ "პიპიტას" აგინა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა, რომელიც ახლა სპორტულ მიმომხილველად მუშაობს, გონსალო იგუაინის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა. 

მოგეხსენებათ, "პიპიტას" "ჩელსი" მანჩესტერში "სიტისთან" 0:6 განადგურდა და ეს "არისტოკრატებისთვის" პრემიერ ლიგაში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი იყო. 

აი, რა განაცხადა პირდაპირ ეთერში ჯეიმი კარაგერმა:

"იგუაინი ახლა ბევრი გულშემატკივრისთვის ნამდვილი ნეხვი და მოღალატეა. მას "მილანში" ენდნენ და ავანსები გასცეს, მან კი გუნდს უღალატა და ძალიან ცუდად მოიქცა. 

ვფიქრობ, მან ლონდონური კარიერისთვის ძალიან ცუდი დრო აირჩია და აჯობებდა იტალიაში დარჩენილიყო", - ამბობს კარაგერი. 

აქვე გეტყვით, რომ იგუაინმა გუშინ პრემიერ ლიგაში მე-3 შეხვედრა ჩაატარა და ორი გოლი აქვს შეგდებული, რომელიც "ჰადერსფილდს" გაუტანა. 

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

გონსალო იგუაინი ლონდონის ჩელსი ჯეიმი კარაგერი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

დღემდე უცნობი ამბავი - რომან აბრამოვიჩი "ტორპედოს" ყიდვასა და გუნდში 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას აპირებდა