"გთხოვ, სექსსა და რეკლამებს არ გადაჰყვე" - სექსუალურ ჩოგბურთელს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ

ფანი სტოლარი 20 წლის უნგრელი ჩოგბურთელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. 

მას დიდ ტურნირებზე ძირითადად კვალიფიკაციების გავლა უწევს, ITF-ებზე კი ფავორიტად არის დასახელებული. 

თავისი მშვენიერი გარეგნობის წყალობით, ფანსიმ, მედიასა და ყვითელ პრესაში ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო. 

ცნობადობის გაზრდასთან ერთად, მისმა თამაშის ხარისხმა და შედეგებმა იკლო, რამაც უნგრელები შეაშფოთა. 

ჩოგბურთელი ხშირად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ჩვენებებში და მის სახელს ერთ-ერთ ცნობილ უნგრელ მომღერალს უკავშირებენ. 

უნგრელები ამით შეშფოთებულნი არიან და გულშემატკივრებმა სპეციალური პეტიციაც შექმნეს, რომლითაც სტოლარს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ. 

"გთხოვ, სექსსა და რეკლამებს არ გადაჰყვე", - უწერენ სტოლარს კომენტარებში. 

ვნახოთ, ამ ყველაფრის ფონზე, როგორ წარიმართება ფანსის კარიერა...

ფანსი სტოლარი

მსგავსი პოსტები

"გთხოვ, სექსსა და რეკლამებს არ გადაჰყვე" - სექსუალურ ჩოგბურთელს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებენ