"ნოვაკ ჯოკოვიჩს ცოლი ღალატობდა" - ცნობილია, რა გახდა სერბი ჩოგბურთელის ჩავარდნის მიზეზი

ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა ბორის ბეკერმა ნოვაკ ჯოკოვიჩის შესახებ ისაუბრა. 

როგორც იცით, გერმანელი, სერბს ორი სეზონის განმავლობაში ავარჯიშებდა და ერთად მუშაობის პერიოდში ნოვაკმა 6 დიდი სლემი მოიგო. 

ბეკერს ჰკითხეს, გახდა ჯოკოვიჩის ჩავარდნის მიზეზი და რატომ ვერ აჩვენებდა სერბი სათანადო შედეგებს 1 წლის განმავლობაში. 

"უპირველეს ყოვლისა, ნოვაკს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ფსიქოლოგიურმა მომენტმაც ბევრი რამ განაპირობა. 

მან თითქმის ყველაფერი მოიგო და ყველაფერს მიაღწია, რაც შეიძლებოდა. ამასთანავე, მას ოჯახში სიტუაცია არეული ჰქონდა და პირადი ურთიერთობის დალაგებას დიდი დრო მოანდომა, რაზეც ახლა საუბარს არ ვაპირებ", - აღნიშნა ბეკერმა. 

სერბული პრესა აღნიშნულ კომენტარს გამოეხმაურა და ბეკერის ბოლო ფრაზით დაინტერესდა, სადაც ის პირად ურთიერთობაზე საუბრობს. 

არაოფიციალური ინფორმაციით, ჯოკოვიჩს, ბავშვობის სიყვარულ და ახლა უკვე მისი შვილის დედა ელენა რისტიჩთან ურთიერთობა აერია და საქმე გაშორებამდეც კი მიდიოდა. 

რა გახდა მათი ოჯახური დაპირისპირების მიზეზი უცნობია, თმცა ერთ-ერთი ვერსიით, რისტიჩმა გარკვეული პერიოდი ცალკე ცხოვრების სურვილი გამოთქვა. სერბები უფრო შორს წავიდნენ და აღნიშნავენ, რომ რისტიჩი ჯოკოვიჩს ღალატობდა. 

ნოვაკ ჯოკოვიჩი ბორის ბეკერი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

"ნოვაკ ჯოკოვიჩს ცოლი ღალატობდა" - ცნობილია, რა გახდა სერბი ჩოგბურთელის ჩავარდნის მიზეზი