"მადლობა პუტინს ყველაფრისთვის" - ჩაკვეტაძე რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის და ემადლიერება

წარმოშობით ქართველი სპორტსმენი დავით ჩაკვეტაძე, რომელიც რუსეთის სახელით გამოდის, ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. 

"მადლობა პუტინს ყველაფრისთვის", - წერს ჩაკვეტაძე. 

გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკვეტაძე, პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრია.  ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავე საქართველოდან 2013 წელს წავიდა და ტატამზე ახლა, რუსეთის სახელით გამოდის.

დავით ჩაკვეტაძემ საქართველოს შემდეგ, რუსეთს არაერთი წარმატება მოუტანა, 2016 წელს კი ამ ქვეყნის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, რისთვისაც ის პუტინმა კრემლში პირადად დააჯილდოვა. 

დავით ჩაკვეტაძე ვლადიმერ პუტინი

მსგავსი პოსტები

"მადლობა პუტინს ყველაფრისთვის" - ჩაკვეტაძე რუსეთის პრეზიდენტს მადლობას უხდის და ემადლიერება