ინგლისური პრესა: ზაფხულში "არსენალი" მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს დაიმატებს

ინგლისური პრესა იუწყება, რომ ლონდონის "არსენალი" ზაფხულში "ატალანტადან" 27 წლის კოლუმბიელ ფორვარდ დუვან ძაპატას დაიმატებს.

"მეთოფეები" თავდასხმის ხაზის გაძლიერებას აპირებენ და ერთ-ერთ ასეთად სწორედ ბერგამოელთა შემტევი ჰყავთ შეგულებული. 

ძაპატას მართლაც შესანიშნავი სეზონი აქვს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 30 შეხვედრაში 20 გოლი შეაგდო. 

ის "ატალანტაში" სეზონის დაწყების წინ იჯარით "სამპოდორიადან" გადავიდა, მისი სატრანსფერო უფლებები გენუელებს ეკუთვნით და "არსენალს" სწორედ მათთან მოუწევს დალაპარაკება. 

დუვან ძაპატამ ბერგამოს "ატალანტას" ისტორია გადაწერა

ლონდონის არსენალი დუვან ძაპატა ბერგამოს ატალანტა გენუის სამპოდორია

მსგავსი პოსტები

იტალიური პრესა: გიორგი ჩაკვეტაძე ზაფხულში სერია A-ში გადაბარგდება

დიდი დაბრუნება! - არსენ ვენგერის მომავალი გუნდი გარკვეულია

"ბატეს" ფეხბურთელებმა "არსენალთან" მოგება აღნიშნეს, მაგიდაზე კი ქართული სასმელი გამოჩნდა [PHOTO]