გადაწყდა - "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულში კლუბის ერთ-ერთი ლიდერი დატოვებს

ინგლისური The Sun იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ დატოვებს და ეს უკვე გადაწყვეტილი ამბავია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი, მთავარი მწვრთნელის ოლე გუნარ სოლსკიაერის გეგმებში არ შედის, ვინაც მას უფრო ხშირად რაშფორდს ამჯობინებს. 

"სანი" იმასაც იუწყება, რომ ნორვეგიელ სპეციალისტს ზაფხულში სრულფასოვან კონტრაქტს გაუფორმებენ, რის შემდეგაც ლუკაკუს "ოლდ ტრაფორდზე" აღარ დაედგომება. 

სოლსკიაერს უფრო მოქნილი და სხარტი ფეხბურთელები უყვარს, ბელგიელს კი მსგავსი რამის გაკეთება არ შეუძლია. 

"მანჩესტერი" თბილისის დროით 16:30 საათზე დღეს "ფულჰემს" დაუპირისპირდება. 

მანჩესტერ იუნაიტედი რომელუ ლუკაკუ ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსგავსი პოსტები

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

გადაწყდა - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დაიმატა