ბასილაშვილი ჰოლანდიაშია - როტერდამის ტურნირზე ნიკოლოზის მეტოქე უკვე გაირკვა

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ ტურნირს ჰოლანდიის დედაქალაქ როტერდამში ითამაშებს. 

ჩვენებური ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც 1/16-ფინალში მისი მეტოქე იტალიელი ანდრეას სეპი იქნება.

იტალიელი 34 წლისაა და მსოფლიოს რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს. ჩოგბურთელები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში თანაბარია. 

რაც შეეხება უშუალოდ როტერდამის ტურნირს, ის საკმაოდ წარმომადგენლობითი და პრესტიჟულია. 

მოქმედი ჩემპიონი ლეგენდა როჯერ ფედერერია, წელს პირველ ნომრად კი იაპონელი კეი ნიშიკორია განთესილი. 

აქვე გეტყვით, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე მომდევნო წრეში, დავიდ გოფინსა და გაელ მონფილსს შორის უკეთესი იქნება. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას