ჯენარო გატუზო ვლადიმერ ვაისის კონკურენტი იყო - არშემდგარი დანიშვნის ისტორია

Sport.kz ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელების შესახებ წერს და ამასთანავე წარსულსაც იხსენებს. 

მოგეხსენებათ, ერთა ლიგაზე ჩვენმა ყოფილმა მეტოქემ მწვრთნელი ახლახანს იცვალა და სტანიმირ სტოილოვის ნაცვლად დუშან უჰრინი დანიშნა. 

წყარო წერს, რომ 2016 წელს ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი კანდიდატურა - ვლადიმერ ვაისი და ჯენარო გატუზო განიხილებოდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ სპეციალისტებთან ფინანსურ დეტალებზე ვერ მოილაპარაკა. 

საბოლოოდ, გატუზომ "პიზას" ახალგაზრდული გუნდის შემდეგ "მილანის" პრიმავერა ჩაიბარა, ვაისი კი საქართველოში გადმობარგდა. 

ვლადიმერ ვაისი: საქართველომ ევრო 2020-ზე მოსახვედრად დიდი ნაბიჯი უკვე გადადგა

ვლადიმერ ვაისი ჯენარო გატუზო

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

სიმაყე, სიგიჟე და ნათელი მომავალი - რუსული პრესა საქართველოს ნაკრებითა და ვლადიმერ ვაისით აღფრთოვანებულია

დაბრუნდებით, "კაირატში"? - ნახეთ, რა უპასუხა ვლადიმერ ვაისმა ყაზახი ჟურნალისტის შეკითხვას