მოულოდნელი ტრანსფერი - ადებაიორი გორის "დილასთვის" შეუტევს

transfermarkt.com იუწყება, რომ 22 წლის ნიგერელი შემტევი ვიქტორ ადებაიორი გორის "დილაში" ჩაირიცხა. 

ახალგაზრდა ფეხბურთელი ბოლოს სამშობლოში, "ინტერ ალიესში" ბურთაობდა, რომელიც თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 

მას ასევე ნიგერის ჩემპიონატის სხვადასხვა კლუბების ფორმა მოურგია.

საინტერესოა, რომ ადებაიორი თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია. 

გორის "დილას" მისი ტრანსფერი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუდასტურებია. 

გორის დილა ვიქტორ ადებაიორი

მსგავსი პოსტები

მოულოდნელი ტრანსფერი - ადებაიორი გორის "დილასთვის" შეუტევს

მილიონ ლარზე მეტი ტრანსფერისთვის - ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ესპანეთის ჩემპიონატში გადადის

გოგიტა გოგუა ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ კლუბში გადავიდა