ედენ აზარმა გადაწყვიტა - ბელგიელი ვარსკვლავის მომავალი ცნობილია

Telegrap-ის ცნობით "ჩელსის" ლიდერი  ედენ აზარი სეზონის დასრულების შემდგომ კლუბს დატოვებს და მადრიდში გადაბარგდება.

ბელგიელს  დიდი ხანია სურს "რეალში" გადასვლა და ამას არც მალავდა. როგორც ჩანს, მან საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ლონდონს დაემშვიდობოს. 

"ჩელსი" ბელგიელის შემცვლელად "ბარსელონას" შემტევს ფელიპე კოუტინიოს მოიაზრებს. ბრაზილიელი თავს კომფორტულად არ გრძნობს "ბარსელონაში" და არ არის გამორიცხული პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

აღნიშნულ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს ლონდონელთა თავკაცი მაურისიო სარი, თუმცა ის ამბობს, რომ თუ ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურს მან გუნდი უნდა დატოვოს.

ლონდონის ჩელსი ედენი აზარი მადრიდისი რეალი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"