ნიკა კვეკესკირი: ის ფაქტი, რომ ხალხი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა

საქართველოსა და ყაზახეთის მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა ნიკა კვეკესკირმა გააკეთა. 

"ანდორას წინააღმდეგ გამართული შეხვედრა იყო ერთი კონკრეტული მატჩი, რომელიც ნაკრებმა ვერ ჩაატარა იმ დონეზე როგორიც მას სჩვევია.

ამ ყველაფერს როგორც სუბიექტური ისე ობიექტური მიზეზები აქვს, თავის როლი ძირითად შემადგენლობაში მომხდარმა როტაციამაც ითამაშა. გარკვეული პრობლემები მინდვრის საფარმაც შეგვიქმნა, რომელზეც შემტევი ფეხბურთის თამაში ძალიან რთული იყო.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება, თუმცა ანდორას წინააღმდეგ გამართული თამაშის ხარიხს თავიდან ბოლომდე ჩვენს თავზე ვიღებთ და გათვიცნობიერებული გვაქვს,  რას ელის გულშემატკივარი ჩვენგან. ამასთან ერთად, ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით, რეალურად რა შეგვიძლია და ვფიქრობ, რომ გასულ მატჩებში ეს დავამტკიცეთ.

ის ფაქტი, რომ ხალხი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ყველა თამაში მოგვეგო და გოლი არ გაგვეშვა, სამწუხაროდ, ამას ვერ მივაღწიეთ, მაგრამ ჩემი აზრით, ფეხბურთი სწორედ იმითაა საინტერესო, რომ ყველაფერს წინასწარ ვერ დაგეგმავ.

ანდორას წინააღმდეგ ჩაგდებული თამაში ერთგვარი სიგნალი იყო ჩვენი ნაკრებისთვის, რომ ჯერ ყველაფერი ისე არაა, როგორც გვსურს და სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხბურთელებს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არ გვეპარება, ვიცით, რა შეგვიძლია და ამ ყველაფერს ხვალ მოედანზე დავამტკიცებთ.

ჩვენს ტაქტიკურ სქემაზე და იმაზე, თუ რას დავუპირისპირებთ მეტოქეს ასე საჯაროდ საუბარი გამიჭირდება. ეს მთავარმა მწვრთნელმა უკეთ იცის და ყველაფერი უკვე განხილული გვაქვს.

ნამდვილად ვიცით, რა ხერხებით უნდა დავამარცხოთ ყაზახეთი და ეს პირველ თამაშში უკვე დავამტკიცეთ. ამ თემას აღარ განვავრცობ, მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ ეროვნული ნაკრების მიზანია ხვალინდელ შეხვედრაში ქართველ გულშემატკივარს ზეიმი აჩუქოს", - აღნიშნა კვეკესკირმა. 

▶ ყაზახეთთან მატჩის წინ ვაისმა ვლადიმერ დვალიშვილი გამოიძახა

▶ ვლადიმერ ვაისი: შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი

სფფ ნიკა კვეკესკირი

მსგავსი პოსტები

ნიკა კვეკესკირი: ის ფაქტი, რომ ხალხი ნელ-ნელა სტადიონზე ბრუნდება ჩვენთვის უდიდესი მოტივაციაა

სფფ-ს საჩუქარი - ყაზახეთთან მატჩის ბილეთების გაყიდვა ონლაინ-რეჟიმში დაიწყო

აჭარა, იმერეთი, რაჭა და კახეთიი - 4 სხვადასხვა რეგიონში საქართველოს ნაკრების მატჩის ღია ჩვენება გაიმართება