"მარსელს" შესაძლოა სათავეში ლორან ბლანი ჩაუდგეს

L'Equipe იუწყება, რომ "მარსელის" მთავარი მწვრთნელი შესაძლოა ლორან ბლანი გახდეს. 

"ოლიმპიკი" მიმდინარე სეზონს საშინლად ატარებს და ხელმძღვანელობას მოქმედი დამრიგებლის რუდი გარსიას გაშვება აქვს გადაწყვეტილი. 

წყარო ასევე იუწყება, რომ "მარსელში" მუშაობაზე უარზე არც თავად 53 წლის სპეციალისტი გახლავთ. 

ბლანი 2016 წლის შემდეგ უსაქმოდაა და ბოლოს სათავეში პსჟ-ს ედგა. 

პსჟ მარსელი ლორან ბლანი

მსგავსი პოსტები

ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ საშინელი ამბავი გავრცელდა

ჯანლუიჯი ბუფონის ოფიციალური განცხადება, ითამაშებს თუ არა მომდევნო სეზონშიც

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება