გარეთ ბეილი: ზიდანის მეგობარი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ...

მადრიდის "რეალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გარეთ ბეილმა "სამეფო კლუბში" ზინედინ ზიდანის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის ფრანგი სპეციალისტის ახლო მეგობარი არასდროს ყოფილა. 

"ჩემი და ზიდანის ურთიერთობა კარგი იყო, თუმცა მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. სიმართლე გითხრათ, მასთან კიევში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ არც კი მისაუბრია. 

ძალიან ნაწყენი ვიყავი, რომ "ლივერპულთან" შეხვედრაში მან ძირითად შემადგენლობაში არ დამაყენა, რადგან საკმაოდ კარგ ფორმაში ვიყავი შესული და ვფიქრობ, პირველივე წუთებიდან თამაშს ვიმსახურებდი. 

აღნიშნულ ფინალში ტიტულის მოგება ძალიან გვსურდა, რაც გავაკეთეთ და ამით ძალიან ბედნიერნი ვიყავით", - აღნიშნა ბეილმა. 

მადრიდის რეალი ზინედინ ზიდანი გარეთ ბეილი

მსგავსი პოსტები

"მას მხოლოდ სექსით ვაწყნარებდი" - პორნო ვარსკვლავი მია ხალიფა ამბობს, რომ "რეალის" ფეხბურთელის საყვარელი იყო

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

დიდი დაბრუნება - მადრიდის "რეალს" კვლავ ზინედინ ზიდანი გაწვრთნის