Sport Mediaset: "მილანმა" 28 წლის ნახევარმცველი დაიმატა

Sport Mediaset იუწყება, რომ "პორტოს" ნახევარმცველი ჰექტორ ერერა მომავალი სეზონიდან "მილანში" იასპარეზებს. 

"როსონერიმ" 28 წლის მექსიკელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და ის "სან სიროზე" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება. 

სამხრეთამერიკელი "დრაგაოზე" 2013 წლიდან ბურთაობდა, იქამდე კი სამშობლოში, "პაჩუკას" მაისურს ირგებდა. 

საინტერესოა, რომ ფეხბურთელის დამატება მადრიდის "ატლეტიკოს", "ბარსელონასა" და ლონდონის "არსნენალსაც" სურდათ, თუმცა მან ყველა გუნდს "მილანის" არჩია. 

მილანი პორტო ჰექტორ ერერა

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება