"გაჩერება არ უნდა, მაგრამ..." - ცუდი ინფორმაცია ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებით

საქართველოს პირველ ჩოგან ნიკოლოზ ბასილაშვილს ტრავმა აწუხებს, ამის შესახებ Sport365.ge-ს ინფორმაცია მისმა მამამ, ნოდარ ბასილაშვილმა მიაწოდა. 

როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ჩვენებურმა დაზიანება ჯერ კიდევ ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო. 

"ნიკამ ავსტრალიაში პირველივე თამაშზე მიიღო ტრავმა. ფეხის თითი მოიტეხა უხერხული მოძრაობის დროს.

ამის მიუხედავად, მაინც განაგრძობს ტურნირებს, მაგრამ ბევრ მოძრაობაში უქმნის დისკომფორტს.

ნიკას არ უნდა, რომ გაჩერდეს, მაგრამ ვნახოთ... ახლა ფეხი შედარებით უკეთ აქვს და ვნახოთ რა და როგორ იქნება", - გვითხრა ნოდარ ბასილაშვილმა. 

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზი სოფიის ტურნირის წყვილებიდან მოეხსნა, ერთეულებში კი მოულოდნელად დანიელ ბრანდსთან დამარცხდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას