ყაზახეთთან მატჩის წინ ვაისმა ვლადიმერ დვალიშვილი გამოიძახა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო ოფიციალურ შეხვედრას თბილისში ჩაატარებს. უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი ყაზახეთთან გამართავს. ანდორასთან შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს, გიორგი ნავალოვკის შემდეგ ბაჩანა არაბულიც გამოაკლდა.

გუშინ გამართულ ვარჯიშზე ოთარ კიტეიშვილი  დაშავდა და გრაცის "შტურმის" ქართველი ლეგიონერი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.  

ანდორასთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს სამი მოთამაშე ვერ დაეხმარება, სწორედ ამიტომ, მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით ყაზახეთთან მატჩის განაცხადში თბილისის "საბურთალოს" წევრი ვლადიმერი დვალიშვილი იქნება. დღეს ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე , საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

▶ ვლადიმერ ვაისი: შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი

▶ სულ 11 დაპირისპირება - ნახეთ, როგორი სტატისტიკა აქვს ვლადიმერ ვაისს ყაზახეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელნთან

ოთარ კიტეიშვილი ვლადიმერ დვალიშვილი

მსგავსი პოსტები

შესანიშნავი ამბავი - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ჰოლანდიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მოწინავე გუნდში გადადის

ყაზახეთთან საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, ორი ფეხბურთელი დააკლდეს

ყაზახეთთან მატჩის წინ ვაისმა ვლადიმერ დვალიშვილი გამოიძახა