"კაი ფული გააკეთა და ჯიბე გაისქელა" - ნიკოლოზ ბასილაშვილს გულშემატკივრები თამაშის ჩაწყობაში ადანაშაულებენ

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სოფიის ტურნირის პირველ წრეში გერმანელ დანიელ ბრანდსთან ორ სეტში - 6:7, 5:7 დამარცხდა. 

ჩვენებური აშკარა ფავორიტი გახლდათ და ამ წაგებამ სოციალურ ქსელებში ცუდი გამოხმაურება გამოიწვია, რაც ნიკას ნამდვილად არ დაუმსახურებია. 

ერთი ხანობა, ბასილაშვილმა, მსგავსი უსამართლო ბრალდებებისა და უხამსი სიტყვების გამო სოციალური ქსელის გვერდი გააუქმა, შემდეგ კი ყველას თავისი სიძლიერე ბრწყინვალე თამაშით დაუმტკიცა. 

ქართველი და უცხოელი მომხმარებლები კომენტარებში შემდეგი სახის ფრაზებს წერენ:

"ეს ჩოგბურთის ერთ-ერთი ჩაწყობილი შეხვედრა იყო", "ბასილაშვილი ნამდვილი კლოუნია", "კაი ფული გააკეთა და ჯიბე გაისქელა", "მსგავსი საქციელი მიუღებელია", - წერენ კომენტარებში. 

დარწმუნებულნი ვართ, ნიკა ამ უსამართლო და უსუსურ ბრალდებებს კვლავ ბრწყინვალე თამაშით უპასუხებს და გულშემატკივარს კვლავ არაერთხელ გაახარებს. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას