ჰააგის გრან პრი: ასპარეზობის ბოლო დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩნენ

ჰოლანდიის გრან პრის ასპარეზობის ბოლო დღეს ტატამზე ორი ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა და ორივე უმედლოდ დარჩა. 

90კგ-ში 1/4-ფინალამდე მივიდა ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელიც ბელგიელ იოახიმ ბოტიეაუსთან დამარცხდა. 

ავთომ რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც უკრაინელ ქუედიაუ ნჰაბალის დაეჭიდა, თუმცა ვერაფერს გახდა და ჰააგის გრან პრიზე უმედლოდ დარჩენა მოუწია. 

რაც შეეხება ვარლამ ლიპარტელიანს, მანაც ასევე 1/4-ფინალამდე მიაღწია, სადაც ქართველს ბრაზილიელმა ლეონარდო გონსალვეშმა სძლია. 

რეპეშაჟში გადანაცვლებულმა ლიპარტელიანმა კი უნგრელ მიკლოს ცირიენიცსთან წააგო. 

ამრიგად, ჰააგის გრან პრიზე ქართველებმა 1 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიგეს, რომელიც ვაჟა მარგველაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის ანგარიშზეა. 

▶ ვაჟა მარგველაშვილის ბრწყინვალე სვლა - ქართველმა ძიუდოისტმა ოქრო ზედიზედ მეორე შეჯიბრზე მოიგო [VIDEO]

ავთანდილ ჭრიკიშვილი ვარლამ ლიპარტელიანი

მსგავსი პოსტები

ჰააგის გრან პრი: ასპარეზობის ბოლო დღეს ავთანდილ ჭრიკიშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი უმედლოდ დარჩნენ

ჭრიკიშვილი, ლიპარტელიანი და სხვა - ხვალიდან ქართველი ძიუდოისტები ჰააგის გრან პრიზე იასპარეზებენ