სექსუალური შევიწროება, იარაღი და სხეულის დაზიანება - არდა თურანი 12 წლით ციხეში ჩაჯდება

Football Espana წერს, რომ "ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი თურქი ფეხბურთელი არდა თურანი შესაძლოა 12,5 წლით ციხეში აღმოჩნდეს. 

საქმე იმაშია, რომ 32 წლის ნახევარმცველს ერთ-ერთ ღამის კლუბში ცნობილ თურქ მომღერალ ბერქაი შაჰინთან ინციდენტი მოუვიდა. 

არდა შაჰინის ცოლს ეფლირტავებოდა, შემდეგ კი თავად მომღერალი გალახა. მოგვიანებით, ის მასთან საავადმყოფოში მივიდა, ბოდიში მოუხადა, იარაღი მიაწოდა და უთხრა, რომ მისთვის ესროლა. 

ყველაფერი ამის მიუხედავად, შაჰინმა თურანს უჩივლა და ახლა თურქეთის პროკურატურა 12,5-წლიან პატიმრობას ითხოვს. 

არდას ასევე ედავებიან სექსუალურ შევიწროებასა და იარაღის უკანონოდ ტარებას. 

თურანი ამჟამად "ბასაქშეჰირში" ბურთაობს, მიმდინარე სეზონში კი 6 მატჩში ითამაშა და გოლი არ გაუტანია. 

ბარსელონა ბასაქშეჰირი არდა თურანი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ