ვლადიმერ ვაისი: შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი

საქართველოსა და ყაზახეთის მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა. 

"ყაზახეთთან საინტერესო თამაშს ველით, სადაც გამარჯვებასა და სამი ქულის მოპოვებას ვგეგმავთ. ჩვენი მიზანია, რომ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის დროს მეოთხე კალათაში ვიყოთ და აღნიშნული სამი ქულა სწორედ ამაში დაგვეხმარება.

გუნდში კარგი განწყობაა, ყველას ყაზახეთის დამარცხება და გულშემატკივრის გახარება სურს. ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება. ერთა ლიგის დაწყებამდე ყაზახეთი ჯგუფის ერთერთ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა, ჩემი აზრით, ფეხბურთელები მზად არიან, რომ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშონ და ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულონ.

ერთა ლიგის გასულ ტურში გამართულ ყაზახეთი - ლატვიის შეხვედრას ვუყურეთ და გავაანალიზეთ. მასპინძლებს საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს. შეიძლება ითქვას, რომ ყაზახებს ჩვენი მსგავსი ხარვეზი აქვთ და ეს საგოლე მომენტების ვერ გამოყენებას უკავშირდება.

შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება იქნება, მათ შორის - იძულებითი. იცით, რომ ნავალოვსკიმ ტვინის შერყევა მიიღო და ასეთი ტრავმით ის ვერ დაგვეხმარება. ცვლილებები იქნება და იმედი მაქვს, ისეთ შემადგენლობას შევარჩევთ, რომელიც გაიმარჯვებს.

ფაქტობრივად, მთელი შესარჩევი ტურნირის განმავლობაში ძირითადი შემტევების გარეშე გვიწევს თამაში. ეს ფეხბურთია, ტრავმები და ბარათები მისი შემადგენელი ნაწილია და ამ თემაზე წუწუნი არ ღირს. ჯგუფი სწორედ იმ ფეხბურთელებმა მოგვაგებინეს, რომლებიც ახლა ნაკრებში არიან, ამისთვის მათ მადლობა უკვე გადავუხადე და მიხარია, რომ შანსი გამოიყენეს.

ჩვენ სწორედ ამ ბიჭების კარგი თამაშის ხარჯზე მოვიგეთ ჯგუფი. რა თქმა უნდა, იმ ქართველი ვარსკვლავების დაბრუნება, რომლებიც კარგ ჩემპიონატებში თამაშობენ და ჩვენ ნამდვილად გვჭირდებიან ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვთვლი, რომ ხვალ მოედანზე ის საუკეთესო თერთმეტეული გავა, რომელიც ამ ეტაპზე საქართველოს ჰყავს.ა

ნდორაში თამაში ადვილი არავისთვისაა, იქ პორტუგალიის ნაკრებსაც კი გაუჭირდა. ჩვენს მსაგვსად ანდორაში გასვლაზე ქულები ყაზახეთის ნაკრებმაც დაკარგა და დარწმუნებული ვარ, რომ ადვილი თამაში არც ლატვიელებს ელით.

ჩვენ ვერ შევძელით გვეჩვენებინა ის, რაც რეალურად შეგვიძლია, მეორე გოლის გატანის შემთხვევაში რადიკალურად განსხვავებული თამაში იქნებოდა. ჩვენ დავუშვით ერთი შეცდომა და მივიღეთ გოლი საკუთარ კარში, თუმცა ეს უკვე ისტორიაა და მასზე საუბარს აზრი არ აქვს. მარტივი თამაში არც ყაზახეთის წინააღმდეგ გველის, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ისეთ ხარისხიან თამაშს ვაჩვენებთ, როგორც ეს ლატვიაში და ყაზახეთთან გავაკეთეთ", - აღნიშნა ვაისმა.

საქართველო-ყაზახეთის შეხვედრა, დინამო არენაზე 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

▶ ყაზახეთთან საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, ორი ფეხბურთელი დააკლდეს

▶ "დინამო არენა" ანშლაგის მოლოდინშია - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია

▶ სულ 11 დაპირისპირება - ნახეთ, როგორი სტატისტიკა აქვს ვლადიმერ ვაისს ყაზახეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელნთან

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრები გიორგი ნავალოვსკი

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

ნახეთ ულამაზესი გოგონები, რომლებიც ბელარუსიის ნაკრებს თბილისში გაამხნევებენ [PHOTO]

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]