ბერლუსკონი და გალიანი კვლავ "ფორმაში არიან" - ზამთარში მათმა "მონცამ" 16 ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის სერია C-ს ბინადარმა "მონცამ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ იაქტიურა. 

კლუბის რიგებს 16 ფეხბურთელი შეემატა, 14-მა მისი რიგები დატოვა. 

საინტერესოა, რომ აღნიშნული 16 ფეხბურთელიდან კლუბმა ფული მხოლოდ 7 მათგანში გადაიხადა, რაც ჯამში 2,15 მილიონი ევრო დაუჯდა, დანარჩენი კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა. 

საინტერესოა, რომ გუნდის მფლობელი სილვიო ბერლუსკონია, დირექტორი კი ადრიანო გალიანი.

"მონცას" 34 ქულა აქვს და იტალიის რანგით მე-3 დივიზიონში მე-6 ადგილს იკავებს. 

ადრიანო გალიანი სილვიო ბერლუსკონი მონცა

მსგავსი პოსტები

"შენი დედა მოვ** გუნდიდან გაგაგდებ" - რატომ აგინა და სცემა ბერლუსკონიმ "მილანის" ვარსკვლავს 2011 წელს

ბერლუსკონი და გალიანი კვლავ "ფორმაში არიან" - ზამთარში მათმა "მონცამ" 16 ფეხბურთელი დაიმატა

"მილანის" ყოფილი კაპიტანი იტალიის სერია C-ს ბინადარ კლუბში გადავა