ნეიმარი შესაძლოა დააკავონ - ბრაზილიელ ვარსკვლავს სასამართლო ელოდება

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS წერს, რომ ნეიმარის ტრანსფერის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. 

გამოძიების ინფორმაციით, "ბარსელონასა" და "სანტოსის" პრეზიდენტებმა, მათ შორის თავად ნეიმარმა, 2013 წელს ტრანსფერის რეალური თანხა დამალეს.
 
ეს საქციელი შესაძლოა იმით იყო მოტივირებული, რომ გაუცურებინათ კომპანია DIS, რომელიც ნეიმარის ტრანსფერზე 40%იან წილს ფლობდა.
 
გავრცელებული ინფორმაციით, ეს კორუფციაა და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ფეხბურთელი შესაძლოა დააკავონ. 
 
"ასი" წერს, რომ უახლოეს მომავალში ნეიმარს ესპანეთის სასამართლო დაკითხავს. 
 
 
 
ბარსელონა ნეიმარი სანტოსი

მსგავსი პოსტები

უდიდესი სენსაცია - ნახეთ, ვინ ინიშნება ვალვერდეს ნაცვლად "ბარსელონას" მწვრთნელად

"წადი შენი, "პროფესორო" - რა მოხდა "რეალის" გასახდელში ელ კლასიკოს შემდეგ

მესი "ბარსელონადან" მიდის - რა მოხდა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ