მსოფლიო რეკორდი - თურქულმა კლუბმა 2 საათში 22 ახალი ფეხბურთელი დაიმატა

თურქეთის მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ელაზიგსპორმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 2 საათში ერთბაშად 22 ფეხბურთელი დაიმატა. 

აღნიშნული მოთამაშეებიდან ზოგი ახალ კლუბში იჯარით, ზოგიც კი სრულფასოვანი კონტრაქტით გადაბარგდა.

გუნდის აღნიშნული საქციელის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღემდე, ანუ 31 იანვრამდე, "ელაგიზისპორს" ტრანსფერების განხორციელება აკრძალული ჰქონდა. 

თურქეთის მეორე დივიზიონში გუნდს 16 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

ელაზიგსპორი

მსგავსი პოსტები

მსოფლიო რეკორდი - თურქულმა კლუბმა 2 საათში 22 ახალი ფეხბურთელი დაიმატა