ბაკაიოკო: ჩემი ოცნება "მილანში" დიდხანს დარჩენაა

"ჩელსის" საკუთრებაში მყოფმა ფრანგმა ნახევარმცველმა ტიმუე ბაკაიოკომ განაცხადა, რომ "მილანში" დარჩენა მისი ოცნებაა. 

"ლეონარდომ თქვა, რომ მე იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ კლუბი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს. 

ახლა ამაზე საუბარი არ მსურს და მთლიანად გუნდის მიზანია, რომ ამ დიდ ტურნირზე დაბრუნდეს. 

ჩემი ოცნებაა, "მილანში" დავრჩე და საუკეთესო ოთხეულში ადგილი მოვიპოვოთ. ყველაფერი ამის შესახებ, ვნახოთ რა მოხდება", - აღნიშნა ბაკაიოკომ. 

როგორც ცნობილია, "მილანს" მისი გამოსყიდვა 35 მილიონ ევროდ შეეძლება. 

"ეს ჩემი სურვილია" - ჯენარო გატუზოს ფრანგი ნახევარმცველის გამოსყიდვა უნდა

მილანი ტიმუე ბაკაიოკო

მსგავსი პოსტები

გიორგი ჩაკვეტაძეს სერია A-დან ახალი მსურველი გამოუჩნდა, თანაც გრანდი

ანდრეი შევჩენკო მსოფლიო გრანდის მწვრთნელად დაინიშნება

ამას არავინ მოელოდა - უდიდესი სენსაცია, იანვარში თითქმის შეუძლებელი ტრანსფერი რეალური ხდება