"ამ ტურნირს ნიკა მოიგებს" - ბასილაშვილს უკვე ყველგან ცნობენ და აღიარებენ

3 თებერვლიდან ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი აიღებს, რომელშიც მონაწილეობას ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. 

ტურნირის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვა ჩატარდა და ერთგვარი ფორუმი მოეწყო, თუ ვინ შეიძლება გახდეს ჩემპიონი. 

სოფიაში ისეთი ცნობილი ჩოგბურთელები არიან ჩასულები, როგორებიც რობერტო ბაუტისტა აგუტი, სტენ ვავრინკა, დანილ მედვედევი და კარენ ხაჩანოვია. 

სასიხარულოა, რომ ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად გულშემატკივარი ნიკოლოზ ბასილაშვილს მიიჩნევს. 

მან ხმების 35% მიიღო და მხოლოდ ესპანელ აგუტს ჩამორჩა, რომელიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. 

ბასილაშვილს ბულგარეთის დედაქალაქში კარგად იცნობენ, რადგან ის 2017 წელს ამ ტურნირის 1/2-ფინალში იმყოფებოდა, სადაც გრიშა დიმიტროვთან დამარცხდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

მსგავსი პოსტები

ამ სიტყვებით ყველა ქართველმა უნდა იამაყოს - რა თქვა ჯოკოვიჩმა ბასილაშვილის შესახებ მატჩის შემდეგ

"მისი დარტყმების აღება ძალიან რთლია" - ნოვაკ ჯოკოვიჩის კომენტარი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ

რუსები სითავხედეს არ იშლიან - რა თქვეს რუსმა კომენტატორებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ მატჩის ტრანსილირებისას