"შენი დედა მოვ** გუნდიდან გაგაგდებ" - რატომ აგინა და სცემა ბერლუსკონიმ "მილანის" ვარსკვლავს 2011 წელს

ansa.it 2011 წლის მოვლენებს იხსენებს და იმის შესახებ წერს, თუ რა ურთიერთობა იყო ალეშანდრე პატოსა და "მილანის" პრეზიდენტ სილვიო ბერლუსკონის შორის. 

როგორც იცით, ბრაზილიელი, "როსონერის" მფლობელის შვილს ჰყვარობდა და მის მიმართ გულგრილი არც თავად ბარბარა იყო. წყაროც ერთ-ერთ ასეთ ისტორიას იხსენებს. 

გამოცემა პატოს მეგობრის მონაყოლზე დაყრდნობით წერს, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. 

2011 წელს, როდესაც "როსონერის" მასიმილიანო ალეგრი წვრთნიდა, იტალიელი სპეციალისტი ბრაზილიელის მომზადებით ძალიან უკმაყოფილო იყო. 

როგორც ირკვევა, ეს ამბავი ბერლუსკონიმდეც მივიდა, რომელმაც პატო დაიბარა და მისი დაშინება სცადა. 

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მას ემუქრებოდა, რომ ალეგრისთან ყველაფერი შეთანხმებული იყო და თუ ასე გაგრძელდებოდა, მეორე გუნდში გააგდებდნენ. 

პატომ ვარჯიშის მიმართ აგდებული დამოკიდებულება კვლავ არ შეიცვალა, რის გამოც ბერლუსკონის კაბინეტში კიდევ ერთხელ მოხვდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სილვიომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ პატო ბარბარას მალევე დასცილდა და "მილანიდან" "კორინთიანსშიც" გადაბარგდა. 

ბერლუსკონის გარემოცვა ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. როგორც იცით, ზამთარში "მილანს" პატოს დაბრუნება უნდოდა და ერთ-ერთი ვერსიით, ტრანსფერი "როსონერის" ახლანდელმა ხელმძღვანელობამ სწორედ ბერლუსკონის თხოვნით დაბლოკა. 

ბრაზილიელი ამჟამად ჩინეთის ჩემპიონატის ბინადარ "ტიანჯინ ქუანჯინში" ირჯება. 

ალეშანდრე პატო სილვიო ბერლუსკონი

მსგავსი პოსტები

"შენი დედა მოვ** გუნდიდან გაგაგდებ" - რატომ აგინა და სცემა ბერლუსკონიმ "მილანის" ვარსკვლავს 2011 წელს

ბერლუსკონი და გალიანი კვლავ "ფორმაში არიან" - ზამთარში მათმა "მონცამ" 16 ფეხბურთელი დაიმატა

"მილანის" ყოფილი კაპიტანი იტალიის სერია C-ს ბინადარ კლუბში გადავა