სულ 11 დაპირისპირება - ნახეთ, როგორი სტატისტიკა აქვს ვლადიმერ ვაისს ყაზახეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელნთან

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებების დამირგებლები ვლადიმერ ვაისი და სტანიმირ სტოილოვი სამწვრთნელო დონეზე ერთმანეთს 11-ჯერ დაუპირისპირდნენ. 

რა თქმა უნდა, მატჩების უმეტესობა ყაზახეთის ჩემპიონატზე მოდის. როგორც იცით "ჯვაროსნების" ახლანდელი თავკაცი "კაირატს" ედგა სათავეში, სტოილოვი კი "ასტანას".

სტანიმირმა ვლადიმირი ყაზახეთში 4-ჯერ დაამარცხა, 3-ჯერ კი წააგო. ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა. 

2005/06-წლების სეზონში, როდესაც სტოილოვი "ლევსკის" ავარჯიშებდა, ხოლო ვაისი "არტმედიას", გუნდების გზები უეფას თასზე გადაიკვეთა. 

მაშინ "ლევსკიმ" მეტოქე ორივე შეხვედრაში (1:0, 2:0) დაამარცხა. 

მწვრთნელების დაპირისპირების ბოლო შეხვედრა კი რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან ნაცნობია.

ერთა ლიგის გახსნით მატჩში საქართველომ ყაზახეთს გასვლაზე 2:0 სძლია. 

მთლიანობაში, ჩატარებული 11 დაპირისპირებიდან, სტოილოვმა 6 მოგება იზეიმა, ვაისმა კი 4. 1 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

სლოვაკის გუნდებმა ბულგარელისას 13 გოლი გაუტანეს, 17 კი გაუშვეს. 

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის 19 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება. "დინამო არენაზე" დაგეგმილი მატჩის ბილეთების შეძენა შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და ონლაინ რეჟიმში.

▶ ყაზახეთთან საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, ორი ფეხბურთელი დააკლდეს

▶ "დინამო არენა" ანშლაგის მოლოდინშია - საქართველოსა და ყაზახეთის შეხვედრის ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრები

მსგავსი პოსტები

რუსული პრესა: საქართველოს ნაკრები გზაზე ყველას ანადგურებს და მათ "ახალგაზრდა მაესტრო" გიორგი ჩაკვეტაძე ჰყავთ

ნახეთ ულამაზესი გოგონები, რომლებიც ბელარუსიის ნაკრებს თბილისში გაამხნევებენ [PHOTO]

შვეიცარიელი ფანების საშინელი საქციელი "დინამო არენაზე" [PHOTO]