"რაიკაარდის ქალიშვილი რონალდინიოს საყვარელი იყო და..." - გაუჩოს ცნობილი და სკანდალური ურთიერთობა დაუდასტურეს

ბრაზილიური პრესის ინფორმაციით, "ბარსელონაში" თამაშის პერიოდში, ლეგენდარულ რონალდიონიოს მთავარი მწვრთნელის ქალიშვილ ლინდსი რაიკაარდთან სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. 

ცნობილი გამოცემა BOLA სანდრო წყაროს მონაყოლს ავრცელებს, თუმცა მისი ვინაობის დადასტურებისაგან თავს იკავებს. 

"იმ პერიოდში რონალდინიოსთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა და შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მას რაიკაარდის ქალიშვილთან ურთიერთბა მართლაც ჰქონდა. 

ისინი ერთად ბრაზილიაც ხშირად იყვნენ, თუმცა პრესას ყოველთვის ერიდებოდნენ. 

რონალდინიოს ამის გამო რაიკაარდთან კონფლიქტიც ჰქონდა და მისი ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ ეს იყო. 

იყო პერიოდი, როდესაც რაიკაარდი კლუბიდან მის გაგდებასაც კი აპირებდა, თუმცა ხუან ლაპორტა (ბარსელონას იმდროინდელი პრეზიდენტი) ამის უფლებას არ აძლევდა", - აღნიშნავს უცნობი წყარო.

შგეახსენებთ, რომ რონალდინიოსა და ლინდსი რაიკაარდის ურთიერთობა საუბრები ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო. 

ეს ინფორმაცია ჯერ არცერთ მხარეს არ დაუდასტურებია, თუმცა თუ აღნიშნულ ცნობილ გამოცემას დავუჯერებთ, მსგავსი ურთიერთობა მართლაც იყო.

რონალდინიო ფრენკ რაიკაარდი

მსგავსი პოსტები

რონალდინიომ მწვრთნელობა დაიწყო - ბრაზილიელი გრანდს ჩაიბარებს

"რაიკაარდის ქალიშვილი რონალდინიოს საყვარელი იყო და..." - გაუჩოს ცნობილი და სკანდალური ურთიერთობა დაუდასტურეს

ნამდვილი საოცრება - ნახეთ, რა გააკეთა მოედანზე 39 წლის წონაში შესულმა რონალდინიომ [VIDEO]