იგუაინს მთელი ინგლისი დასცინის - "პიპიტას" ბოლო ექვსი შეხვედრის მსგავსი ნიშნული არცერთ ფეხბურთელს არ დაუფიქსირებია

ინგლისის პრემიერ ლიგაში არც თუ ისე საოცნებო დებიუტი გამოუვიდა არგენტინელ ფორვარდ გონსალო იგუაინს. 

მისი "ჩელსი" "ბორნმუთს" ეწვია და მეტოქისგან 4 უპასუხო ბურთიც მიიღო. 

"პიპიტა" ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მოედნიდან 65-ე წუთზე გაიყვანს. მთელი ამ დროის განმავლობაში მას კარში არ დაურტყამს. 

მოგეხსენებათ, ინგლისში ყველაფერს ითვლიან და დღეს ერთი საინტერესო ფაქტის შესახებაც გახდა ცნობილი.

იგუაინმა ბოლო 5 მატჩი სხვადასხვა ტურნირზე ჩაატარა. მათ შორის, სერია A-ში, იტალიის თასზე, იტალიის სუპერ თასზე, ინგლისის თასსა და ინგლისის პრემიერ ლიგაში. 

ინგლისში ამ ფაქტმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია და იგუაინთან დაკავშირებით მხიარული სურათების გამოქვეეყნება არ წყდება. 

"დიდი მადლობა, მაგრამ არა!" - ვილიანისა და იგუაინის საინტერესო ეპიზოდი "პიპიტას" სადებიუტო შეხვედრაში "ჩელსიში" [VIDEO]

გონსალო იგუაინი ლონდონის ჩელსი

მსგავსი პოსტები

"ჩელსის" მეკარე გასახდელში სცემეს - რა მოხდა "სიტისთან" თამაშის შემდეგ

"ფულის მონა და ღორი ხარ" - რა ხდებოდა "ჩელსის" გასახდელში "სიტისთან" განადგურების შემდეგ

აზარმა ყველა გააოცა - ის მსოფლიო გრანდში მიდის, მაგრამ არა "რეალში"