"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა რაიან გიგზმა, რომელიც ახლა უელსის ნაკრებს თავკაცობს, საკუთარ ძმას ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა. 

როგორც იცით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარულ ფეხბურთელს მისი ძმა როდრის მეუღლე ნატაშასთან 7 წლის განმავლობაში სექსუალური ურთიერთობა ჰქოდა. 

გიგზმა აღნიშნა, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვა და პატიების ღირსი არაა, თუმცა უნდა, რომ მისმა ძმამ იცოდეს, რომ ამ ამბავს ძალიან განიცდის. 

ყოფილი ფეხბურთელის თქმით, მის საქციელს გამართლება არ აქვს და ნატაშასთან სექსუალურ ურთიერთობას ძალიან ნანობს. 

საინტერესოა, რომ აღნიშნული ამბის შესახებ ინგლისურ მედიასთან რამდენიმე დღის წინ გიგზების მამა დენიმაც ისაუბრა. 

მან აღნიშნა, რომ ოჯახს "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. 

ოჯახში გიგზი ყველას სძულს და იმ დროსაც კი, როდესაც ის ტელევიზორში გამოდის, მაშინვე სხვა არხზე რთავენ. 

მანჩესტერ იუნაიტედი რაიან გიგზი

მსგავსი პოსტები

"ძმაო, მაპატიე, რომ შენი მეუღლე ჩემი საყვარელი იყო" - რაიან გიგზის სკანდალურმა კომენტარმა ინგლისური პრესა მოიცვა

გადაწყდა - რონალდო "იუვენტუსიდან" მიდის და მისი ახალი გუნდიც ცნობილია

ოფიციალურად: "მანჩესტერმა" ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი დაიმატა