გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადადის

Estadio Deportivo-ს ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და "ლუგოს" ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია შესაძლოა იჯარით "კორდობაში" გადავიდეს.

ეს გუნდი ახალი ნახევარმცველი ძიებაშია და ჩვენებურიც ერთ-ერთ ასეთ ფეხბურთელად ჰყავთ შეგულებული. 

აბურჯანია ამჟამად "სევილიას" საკუთრებაა, თუმცა "ლუგოში" იჯარით ირჯება. 

როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, "კორდობას" "სევილიასთან" მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. 

"კორდობა" მიმდინარე სეზონში საშინლად ასპარეზობს. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში 18 ქულით მე-20 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონაშია. 

გიორგი აბურჯანია სევილია ლუგო კორდობა

მსგავსი პოსტები

გიორგი აბურჯანია ლა ლიგასთან უფრო ახლოს - ქართველი ნახევარმცველით დიდი ისტორიის მქონე გუნდი ინტერესდება

გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი გადადის

"ვალიადოლიდის" დამარცხების შემდეგ "სევილიას" ბანაკში საშინელება მოხდა