"საბურთალომ" უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე დაიმატა

transfermarkt-ს ინფორმაციით, 29 წლის უკრაინელი მეკარე დენის შელიკოვი კარიერას ეროვნული ლიგის ჩემპიონ "საბურთალოში" განაგრძობს. 

მან კარიერა "დნიპროში" დაიწყო, ასევე იყო "ვოლინში" და "ისლოცში", ბოლოს კი ბელორუსიის უმაღლესი დივიზიონის ბინადარ მინსკის "ლუჩის" ღირსებას იცავდა. 

გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების კარშიც იდგა.

როგორც აღნიშნული წყარო გვამცნობს, "საბურთალომ" შელიკოვი უფასოდ დაიმატა, თუმცა ქვეყნის ჩემპიონს ეს გარიგება ოფიციალურად არ დაუდასტურებია. 

"საბურთალომ" ეროვნული ლიგის 2017 წლის საუკეთესო ლეგიონერი დაიმატა

სერია A-ში ნათამაშებმა ფეხბურთელმა "საბურთალოში" გადასვლას რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერში ტრანსფერი ამჯობინა

საბურთალო დენის შელიკოვი

მსგავსი პოსტები

კურტუას ქართველი ორეული - ნახეთ, რომელი ქართველი ადამიანი ჰგავს ძალიან "რეალის" მეკარეს [PHOTO]

გადაწყდა - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

"დინამო თბილისის" ყოფილი მეკარე უკრაინის ჩემპიონატიდან "საბურთალოში" გადადის