მილტონ ჰეიგი: შესვენებაზე სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და დაღლილ მეტოქეს შეცდომების დაშვება ვაიძულეთ

სამოას ნაკრების დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა ისაუბრა. 

"ბედნიერები ვართ. აღსანიშნავია, რომ სამი დებიუტანტი გვყავდა, ზოგადად ახალგაზრდული გუნდით ვითამაშეთ და ასეთ პირობებში მსგავსი თამაშის მოგება ორმაგად სასიხარულოა.

ამ ბიჭებმა გამოამჟღავნეს სიმამაცე, ხასიათი და გვანახეს, რომ შეუძლიათ მეორე ტაიმში დაბრუნება და მატჩის მოგება. ძალიან კარგები იყვნენ დებიუტანტები, განსაკუთრებით თუ მათ ასაკს გავითვალისწინებთ". 

"მეტოქის გუნდში ძალიან კარგი 15 მორაგბე თამაშობდა, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ უნდოდათ მოგება. პირველ ტაიმში რამდენიმე ბოჭვა გაგვიცუდდა, მეტოქემ მოახერხა ჩვენი წნეხში მოქვეცა, რაც პოლინეზიურ გუნდებს ჩვევიათ.

შესვენებაზე სწორედ ამაზე ვისაუბრეთ, შეცდომები გამოვასწორეთ და დაღლილ მეტოქეს შეცდომების დაშვება ვაიძულეთ". 

ყოველთვის მნიშვნელოვანია ის 23 მოთამაშე, რომლებიც სამატჩო განაცხადში არიან. შეცვლაზე შესულმა ბიჭებმა თამაშის მსვლელობა შეცვალეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასტარტო 15-ში მყოფმა მორაგბეებმა დაღალეს მეტოქე, რასაც ახლების ენთუზიაზმი დაემატა და ამან სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა", - აღნიშნა ჰეიგმა. 

▶ "ბორჯღალოსნებმა" ბრწყინვალე მეორე ტაიმი ჩაატარეს და 9-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, სამოა დაამარცხეს

ბორჯღალოსნები მილტონი ჰეიგი

მსგავსი პოსტები

რუსები გვემუქრებიან - "რაგბზე ქართველებთან ანშლაგი იქნება და მათ აუცილებლად დავამარცხებთ"!

ცნობილია, რომელ ქალაქში და როდის უმასპინძლებს რუსეთის ნაკრები "ბორჯღალოსნებს"

სამი ახალი მოთამაშე - მილტონ ჰეიგმა ტონგასთან შეხვედრისთვის ორ გამოცდილ და ერთ დებიუტანტ მორაგბეს უხმო