ლევან მჭედლიძის უდიდესი რეგრესი - ქართველი ფორვარდი დაბალ დივიზიონში და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში გადადის

pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, იანვარში ლევან მჭედლიძის "ემპოლიდან" აბარგება თითქმის გადაწყვეტილი ამბავია.

ჩვენებურის გადაბირებით იტალიის სერია B-ს ბინადარი "კარპია" დაინტერესებული. 

წყარო არ აკონკრეტებს "კარპის" ლევანის დამატება იჯარით უნდა თუ სრულფასოვანი ტრანსფერით, თუმცა აღნიშნავს, რომ დაინტერესება სერიოზულია და გარიგებაც სავარაუდოდ შედგება. 

მჭედლიძეს "ემპოლისთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს. რაც შეეხება "კარპის", გუნდს იტალიის სერია B-ში 17 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში იმყოფება. 

ლევან მჭედლიძე მესისა და რიბერის გვერდით - ქართველი ფორვარდის უდიდესი მიღწევა

ლევან მჭედლიძე ემპოლი კარპი

მსგავსი პოსტები

ლევან მჭედლიძე "ემპოლის" ემშვიდობება? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელით ცნობილი გუნდი ინტერესდება

ლევან მჭედლიძე მესისა და რიბერის გვერდით - ქართველი ფორვარდის უდიდესი მიღწევა

"მადლობა ღმერთს, ეს დღე მალე დადგება" - "ემპოლის" ფანები მჭედლიძის შესაძლო წასვლას ხარობენ და შეურაცხყოფას აყენებენ